среда, 26 июня 2019 г.

სოციალური პროექტი ,,მასწავლებლის 80 წლის იუბილე


სოციალური პროექტი
,,მასწავლებლის 80 წლის იუბილე“
           პროექტის ხელ.თინათინ ბერიძე.
პროექტის    აქტუალობა
 დაწყებითი კლასის მასწავლებელ ჟუჟუნა კობალაძის  80 წლის იუბილეს აღნიშვნა. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისა  განზოგადოება.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებსა თემის წარმომადგენლებს შორის.
პროექტის  ხანგრძლივობა  -1 თვე  ( 1-31 ოქტომბერი)
მიზანი: მასწავლებლის  წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის და ღვაწლის დაფასება. მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესის და  პრასტიჟის ამაღლება.
სტუმრების მოწვევა : ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის და რესურსცენტრის წარმომადგენლები. აჭარის  განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, სკოლის კურსდამთავრებულები.

მოსწავლეთა მომზადება  ღონისძიებისათვის(ლექსები, სიმღერები, მისასალმებელი სიტყვები)
ვიდეორგოლის, იუბილარის სურათების გამოფენის მომზადება.
სტუმრებისათვის მოსაწვევების მომზადება-დარიგება.
სამიზნე ჯგუფი: VIII-IX -XI  მოსწავლეები და  დაწყებითი კათედრის პედაგოგები,თემი.


შეხვედრა პირველი
Ø  ღონისძიების გეგმის შედგენა, ფუნქციების განაწილება. ღონისძიების მონტაჟის მონახაზის გაკეთება.
შეხვედრა   მეორე:
Ø  ღონისძიების ლიტერატურული ნაწილისათვის მზადება: დავალებების განაწილება, ლექსებისათვის  თემატიკის შერჩვა, მისასალმებელი სიტყვების  მომზადება;
Ø  ვიდეორგოლისათვის მასალების  შერჩევა;
Ø  ღონისძიების სტუმრებისათვის  მოსაწვევების გამზადება;
Ø  გამოფენისათვის მასწავლებელ ჟუჟუნა კობალაძის  სასკოლო ცხოვრების ამსახველი სურათების შერჩევა;


შეხვედრა მესამე:
Ø  ვიდეორგოლის ნახვა-შეფასება. 
Ø  სურათების გამოფენის მომზადება;
Ø  ღონიძიების-რეპეტიცია; საორგანიზაციო საკითხების დახვეწა.
Ø  სტუმრებისათვის მოსაწვევების დარიგება.


შეხვედრა  მეოთხე:
Ø  ღონისძიების გენერალური რეპეტიცია. (ლექსების , სიმრერების , მისასალმებელი სიტყვების გამეორება.)
Ø  დარბაზის მოწესრიგება-მოწყობა.
Ø  საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა.

მოსალოდნელი რისკები: შეიძლება გამოირთოს დენი ღონისძიების მსვლელობისას ან რომელიმე  მოსწავლე დაიბნეს ღონისძიების დროს.


                                      შედეგი:

Ø  ჩატარდა ღონისძიება, ლიტერატურული საღამო თემაძე: „მასწავლებელი შუქი სულისა“მოეწყო ფოტოგამოფენა, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი.
Ø  სტუმრები მიესალმენ იუბულარ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს,  მრავალი წლის პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, დაუღალავი შრომისათვის,  მომავალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის და გადასცეს  სამახსოვრო საჩუქრები.
Ø  საიუბილეო საღამო თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა. მასწავლებელმა ჟუჟუნა  კობალაძემ ყველას გადაუხადა დიდი მადლობა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის დაფასებისავის და პატივისცემისათვის.

Ø  მოხადა მოსწავლეებსა და თემში, მასწავლებლის  პროფესიის პოპულარიზაცია.
მოსწავლეებს :
Ø  გამოუმუავდენათ უნარები კვლევა-ძიების, მასალების შეგროვების, მოძიებული ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
Ø  აუმაღლდებათ პატივიცემა და ინტერესი მასწავლებლის პროფესიის მიმართ;
Ø  ეცოდინებათ, რამდენი  შრომა და ენერგიაა საჭირო იმისათვის, რომ დაიმსახუროს მასწავლებელმა  მსგავსი სიყვარული და პატივისცემა;
Ø  აუმაღლდებათ პატივისცემა საკუთარი მასწავლებლების მიმართ.


პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
3. რა სარგებელი მიიღეს  ღონისძიების სტუმრებმა?
4. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინწბულუ აქტივობები,ხომ არ მომხადარა რაიმეს იდენტიფიცირება?
5. მომავალში რას მიაღწევ მეტ ყურადღებას?
6.პროექტის განხორციელების რისკები? შესაძლო ხარვეზები.
სოციალური პროექტი  შესრულებულია:  პროექტი „მასწავლებლის  80 წლის იუბილე“           ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში.
 პროექტის კორდინატორი თინათინ ბერიძე.



   რეფლექსია  განხორციელებულ  პროექტზე
   დღევანდელ საზოგადოებაში  მასწავლებლის პროფესიისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვერია. მიუხედავად რთული  და შრომატევადი მუშაობისა, არსებობს ნეგატიური დამოკიდებულებაც ამ პროფესიის ადამიანების მიმართ. გადავწყვიტე მოსწავლეების და თემის ჩართულობით  ჩამეტარებინა ღონისძიება, რომელიც სხვა კუთხით დაანახებდა საზოგადოებას მასწავლებელს და მის საქმიანობას.
   ჩავატარე ღონისძიება“მასწავლებელი შუქი სულისა“, რომელიც მივუძღვენი  დაწყებითი კლასის მასწავლებელ ჟუჟუნა კობალაძის 80 წლის იუბილეს.
მიზანი: მასწავლებლის  წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის და ღვაწლის დაფასება. მასწავლებლის პროფესიისადმი  პატივისცემისა და პრასტიჟის ამაღლება. პროექტი მიმდინარეობადა ერთი თვის განმავლობაში. მოსწავლეები  და სკოლის პედაგოგები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მასწავლებლები, აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში. ღონისძიების მომზადების  ყველა ნაწილში დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ავლენდნენ იუბილარი მასწავლებლის მიმართ.  მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დიდი მონდომებით შეასრულეს სემღერები, წაიკითხეს ლექსები და მისალოცი სიტყვები. იუბილარს მიესალმენ სკოლის პედაგოგები სიმრერითა და მისასალმებელი სიტყვებით.ასევე სკოლის კურსდამთავრებულებმა დიდი პატივისცემითა და სიყვარულთ მადლობა გადაუხადეს იუბილარ მასწავლებელს იმისათვის, რომ შეასწავლა ანბანი და აზიარა ცოდნას, აჩუქა მათ დიდი სიყვარული და სითბო. მასწავლებელს გულთბილი სიტყვებით  მიესალმენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის აჭარის განათლების მინისტრი ი.შამილიშვილი, რომელმაც გადასცა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. სამახსოვრო საჩუქრები მიიღო იუბილარმა მასწავლებელმა მასწავლებელთა პროფკავშირის თავმჯდომარისაგან და სკოლის დირექციისაგან. საღამო ძალიან თბილ ატმოსფეროში წარიმართა.
მე , როგორც ამ პროექტის კოორდინატორს მჯერა, რომ ამ პროექტში ჩართულმა ყველა მონაწილემ საკმაოდ აიმაღლა  მასწავლებლის მიმართ  პატივისცემა და დაინახა მასწავლებლის შრომის ფასი. მოსწავლეებში  კი   ამაღლდა მასწავლებლის პროფესიის მიმართ ინტერესი და პრესტიჟულობა.
     ამ პროექტმა დამანახა, რომ საჭირო და აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება, რასაც გავაგრძელებ მომავალშიც.
 ღონისძიების ამსახველი სურათები  გამოქვეყნდა  სკოლის ფეისბუქ  გვერდზე  და სკუთარ ბლოგზე.





პროექტის მონიტორინგი
1.       რამდენად მიღწეულია  დასახული  მიზანი ?
2.       პროექტით განსაზღვრული ყველა აქტივობა  განხორციელებულია?
3.       რომელი აქტივობები  ვერ  განხორციელდა და რატომ?
4.       აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელა?
5.       რომელი კომპონენტი იყო პროექტით წარმატებული?
6.       რა სარგებელი მიირეს პროექტის მონაწილეებმა?

პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებით  განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან იდენტიფიცირება არ მომხდარა.







   

пятница, 21 июня 2019 г.

საზაფხულო სკოლა 2018-19 სასწავლო წელი



                საზაფხულო სკოლა
                2018-19 სასწავლო წელი





       საზაფხულო სკოლის განაცხადის  ფორმა გაწევრიანების მსურველთათვის

                                         გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


     ახალსოფლის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საზაფხლო სკოლა  15 ივნისიდან  21  ივნისის ჩათვლით, მე-6 მე-7კლასის მოსწავლეებისათვის.

     მსურველებს გთხოვთ ჩაეწეროთ  14 ივნისამდე.

    საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი თ. ბერიძე

                                                       10/06-2019 წ.



            ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის ბაზაზე
            ფუნქციონირებს საზაფხულო  სკოლა
                             
   
   

         
     საზაფხულო სკოლის მიზანი საგნობრივი ცოდნის გაღრმავება-გაფართოება,        მოხალისეობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალი გამოცდილების შეძენა.
     საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს :
     განმავითარებელ, შემეცნებით, შემოქმედებით, სპორტულ აქტივობებს.
     პროგრამა შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

    საზაფხულო სკოლა იმუშავებს  15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ყოველდღე.
    11.00 საათიდან  14.00 საათამდე.  (მე-6; მე-7 კლ.მოსწ.)


             საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელის
            საკონტაქტო ინფორმაცია ტ..577 30 42 95 tinatinberidze49@gmail.com
   




      რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სკოლის მუშაობას, შეიძლება იყოს ამინდით განპირობებული, მაგ. ძლიერი წვიმა, რის გამოც ვერ მოვლენ ბავშვები სკოლაში, ან დაეზარებათ  მოსვლა.
რისკების გათვალისწინებით და მონაწილეთათვის უსაფრთო გარემს შექმნით დასახული მიზნების მისაღწევად, გაკვეთილები დავგეგმე, ისეთი აქტივობებით, რაც  მოსწავლეებს  არა მარტო აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა, არამედ გავამდიდრე გასართობ- შემეცნებითი აქტივობებითაც,  რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე პოზიტიურად აისახა.
      შედეგად მოსწავლეები შეიძენენ შემდეგ უნარებს: მოსმენის, ანალიზის, კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების,  ეკოლოგიური  და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცნობიერების ამაღლების უნარებს

საზაფხულო სკოლის პროგრამა:
     15 ივნისი - სამოქმედო გეგმის შემუშავება. ზღაპრის მოსმენა. სხვადასხვა მასალით აპლიკაციის  შექმნა.სპორტული აქტივობები.
     16 ივნისი - დიალოგების მოსმენა-გამეორება. ისტ-ს საშუალებით. სპორტული აქტივობა.
      17 ივნისი - ისტ-ს კაბინეტის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება ეკოლოგიურ თემაზე "გარემოს  დანაგვიანება". სპორტული აქტივობა.
      18 ივნისი -  მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია გარემოს დანაგვიანების შესახებ ისტ-ს დახმარებით. აქცია-  სკოლის მიდამოს დასუფთავება.
      19 ივნისი - წერილი მეგბარს, Письмо другу,учительнице, маме...  და ა. შ. სპორტული აქტივობა
      20 ივნისი - დიალოგი თემაზე:  "Каникулы" ვხატავთ პეიზაჟს. სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში.
      21 ივნისი- ვუყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმს. ვაფასებთ გმირებს. სპორტული თამაში- ლახტი
      22 ივნისი - დასკვნითი საპრეზენტაციო შეხვედრა.  განხორციელებული აქტივობების შეჯამება. მხიარული სტარტები.
   












      

четверг, 13 июня 2019 г.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
ახალსოფლის საჯარო სკოლის
რუსული ენისა და ლიტერატურის კლუბი
' Русское слово"


კლუბის შექმნის თარიღი  2018 წლის 15 ნოემბერი


კლუბის ლოგო:




კლუბის კურატორი რუსული ენისა  მასწავლებელი თინათინ ბერიძე.



განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის

                           განცხადება
   ახალსოფლის საჯარო სკოლის ბაზაზე 15 ნოემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს რუსული ენის კლუბი.
     მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ..

ხელმძღ.თ.ბერიძე
12/11-2018 წ.



სასკოლო კლუბ  "Русское слово" - ს წესდება:



1.ზოგადი დებულებები

1.1. ახალსოფლის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის კლუბი "Русское слово" (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2. კლუბი დაფუძნებულია განსაზღვრული ვადით. 1 წლით.
1.3. კლუბს აქვს  სახელწოდება და ლოგო.
1.4. კლუბს აქვს იურიდიული მისამართი: ბათუმი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი  სოფელი ახალსოფელი.

2.კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1. მოსწავლეებში საკომუნიკაციო და წერითი უნარების განვითარება; დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება.
2.2.რუსული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების გაცნობა და მათდამი ინტერესის გაზრდა;
2.3.ენის მატარებელ თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება;
2.4.მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარება;
2.5.სასკოლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.
2.6. ჯგუფში მუშაობის და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილების შეძენა.

3.კლუბში გაწევრიანება.

3.1.კლუბის წევრობა ნებაყოფილებითია.
3.2.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VII-IX კლ.მოსწავლე რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით(განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით)
3.4.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან
3.5.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე;ასევე კლუბისსაერთო კრების გადაწეყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობას ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს; ასევე სკოლის დამთავრების შემდეგ.

4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება.

4.1.კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან,  რომელთა რაოდენობაა არაუმეტესი ოცი მოსწავლისა.
4.2.კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას; ერთპიროვნულად  წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთანპირებთან ურთიერთობისას; უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას; დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები; მიიღოს სხვა  გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3.ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად.
4.4.კლუბის სააერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა,დაამტკიცოს კლუბის წესდება,აირჩიოს  კლუბის ლიდერი.
4.5.კლუბის ლიდერი ირჩევა 1  სასწავლო წლის  ვადით.


5.კლუბის მუშაობა

კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ.


6.კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:

6.1.კლუბის რეორგანიზაცია(შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით.
6.2.კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

7.დასკვნითი დებულება:
7.1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2.ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნქს მხოლოდ  საერთო კრების გადაწყვეტილებით.


ახალსოფლის საჯარო სკოლა
2018 წლის  15 ოქტომბერი.

სასკოლო კლუბ "Русское слово" -ს  სამუშაო გრაფიკი და თემატიკა.

1.  I    შეხვედრა    -         6      ნოემბერი
     გაერთიანებული შეხვედრა კლუბის წევრებთან, მათთან ერთად სამუშაო გეგმისა და შეხვედრების განრიგის შედგენა

2.  II   შეხვედრა    -         28     ნოემბერი
     აუდიომოსმენა თემაზე "წიგნი- ადამიანის ყველაზე დიდი გამოგონება". მოსწავლეთა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.სიტყვებზე ფრაზებზე მუშაობა.

3.  III   შეხვედრა   -       19     დეკემბერი
     ახალი წლისა და საშობაო დღესასწაულების ტრადიციების შესახებ, საქართველოსა და რუსეთში. მისალოცი წერილი მეგობარს რუსეთში.

4.  IV   შეხვედრა    -      25     იანვარი
  ვკითხულობთ ა.პუშკინის მოთხრობებს


5.  V    შეხვედრა     -     11      თებერვალი
     დიალოგები ყოფით თემებზე: მაღაზიაში, ბიბლიოთეკაში, ქალაქში, ექიმთან.
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემებზე.

6.  VI   შეხვედრა    -      27     თებერვალი
     როგორ ხვდებიან" ყველიერი"ს დღესასწაულს საქართველოში. როგორ აღნიშნავენ           რუსეთში (მსგავსება და განსხვავებები)

7.  VII შეხვედრა          19     მარტი
   გაზაფხლის დღესასწაულები 3 მარტი- დედის დღე, 8 მარტი- ქალთა დღე.საუბარი - როგორ ვულოცავთ ახლობელ ქალბატონებს დღესასწაულებს

8.  VIII შეხვედრა         10     აპრილი
     ვკითხულობთ, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ.А.Грин "Алые паруса"

9.  IX    შეხვედრა         24     აპრილი
     საქართველო-ჩვენი სამშობლოა. გეოგრაფიული მდებარეობა.დედაქალაქი,დიდი ქალაქები, მდინარეები, მწვერვალები. მოვიძიოთ ინფორმაცია საქართველოს კუთხეებზე
შებდეგი შეხვედრისათვის.

10. X    შეხვედრა         13      მაისი
  პრეზენტაცია საქართველოს კუთხეებზე მოძიებული ისტ-ს საშუალებით.

11. XI   შეხვედრა         30      მაისი
  კლუბის მუშაობის შეჯამება.  რა  უნარები შევიძინე კლუბში მუშაობით?
 რა ვისწავლე? რა დაგვამახსოვრდა ყველაზემეტად? რომელი თემა იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო.



     კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა  სია:
1.ბერიძე ლიზი
2.მიქელაძე დალილა
3.მახარაძე დიანა
4.ვახარაძე თათია
5. ზაქარაძე არინა
6.ზაქარაძე ლუკა
7. ზაქარაძე ანრი
8.ქოქოლაძე ნინი
9. ხალვაში სესილი
10.ნაგერვაძე გიორგი
11.თურმანიძე სოსო
12.კომახიძე გიორგი
13.კახიძე გურამ
14.ფარტენაძე გიორგი
15.შარაძე ელისაბედ
16. შარაძე ნინი
17.ფუტკარაძე ლუკა
18.ქოქოლაძე ნინო
19.თურმანიძე სოსო
20.აბაშიძე მარიამ