пятница, 21 июня 2019 г.

საზაფხულო სკოლა 2018-19 სასწავლო წელი



                საზაფხულო სკოლა
                2018-19 სასწავლო წელი





       საზაფხულო სკოლის განაცხადის  ფორმა გაწევრიანების მსურველთათვის

                                         გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


     ახალსოფლის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საზაფხლო სკოლა  15 ივნისიდან  21  ივნისის ჩათვლით, მე-6 მე-7კლასის მოსწავლეებისათვის.

     მსურველებს გთხოვთ ჩაეწეროთ  14 ივნისამდე.

    საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი თ. ბერიძე

                                                       10/06-2019 წ.



            ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის ბაზაზე
            ფუნქციონირებს საზაფხულო  სკოლა
                             
   
   

         
     საზაფხულო სკოლის მიზანი საგნობრივი ცოდნის გაღრმავება-გაფართოება,        მოხალისეობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალი გამოცდილების შეძენა.
     საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს :
     განმავითარებელ, შემეცნებით, შემოქმედებით, სპორტულ აქტივობებს.
     პროგრამა შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

    საზაფხულო სკოლა იმუშავებს  15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ყოველდღე.
    11.00 საათიდან  14.00 საათამდე.  (მე-6; მე-7 კლ.მოსწ.)


             საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელის
            საკონტაქტო ინფორმაცია ტ..577 30 42 95 tinatinberidze49@gmail.com
   




      რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სკოლის მუშაობას, შეიძლება იყოს ამინდით განპირობებული, მაგ. ძლიერი წვიმა, რის გამოც ვერ მოვლენ ბავშვები სკოლაში, ან დაეზარებათ  მოსვლა.
რისკების გათვალისწინებით და მონაწილეთათვის უსაფრთო გარემს შექმნით დასახული მიზნების მისაღწევად, გაკვეთილები დავგეგმე, ისეთი აქტივობებით, რაც  მოსწავლეებს  არა მარტო აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა, არამედ გავამდიდრე გასართობ- შემეცნებითი აქტივობებითაც,  რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე პოზიტიურად აისახა.
      შედეგად მოსწავლეები შეიძენენ შემდეგ უნარებს: მოსმენის, ანალიზის, კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების,  ეკოლოგიური  და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცნობიერების ამაღლების უნარებს

საზაფხულო სკოლის პროგრამა:
     15 ივნისი - სამოქმედო გეგმის შემუშავება. ზღაპრის მოსმენა. სხვადასხვა მასალით აპლიკაციის  შექმნა.სპორტული აქტივობები.
     16 ივნისი - დიალოგების მოსმენა-გამეორება. ისტ-ს საშუალებით. სპორტული აქტივობა.
      17 ივნისი - ისტ-ს კაბინეტის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება ეკოლოგიურ თემაზე "გარემოს  დანაგვიანება". სპორტული აქტივობა.
      18 ივნისი -  მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია გარემოს დანაგვიანების შესახებ ისტ-ს დახმარებით. აქცია-  სკოლის მიდამოს დასუფთავება.
      19 ივნისი - წერილი მეგბარს, Письмо другу,учительнице, маме...  და ა. შ. სპორტული აქტივობა
      20 ივნისი - დიალოგი თემაზე:  "Каникулы" ვხატავთ პეიზაჟს. სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში.
      21 ივნისი- ვუყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმს. ვაფასებთ გმირებს. სპორტული თამაში- ლახტი
      22 ივნისი - დასკვნითი საპრეზენტაციო შეხვედრა.  განხორციელებული აქტივობების შეჯამება. მხიარული სტარტები.
   












      

Комментариев нет:

Отправить комментарий